პროექტ "ინტელექტუალური სკოლის" ფარგლებში მოეწყო ქ. თბილისის 207-ე საჯარო სკოლის XIდ და XIგ კლასების მოსწავლეთა ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე ფიზიკის ლაბორატორიებში.
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გამოვლინება, კვლევის თანამედროვე მეთოდების გაცნობა, რაც ხელს შეუწყობს მათი მაღალი სააზროვნო უნარებისა და კვლევის უნარ-ჩვევევის განვითარებას.
პრეზენტაცია ჩაატარეს დოქტორანტმა სტუდენტებმა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დავით სონგულაშვილის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეები გაეცნენ ფიზიკის ვირტუალურ ლაბორატორიებს, მათ უშუალოდ მონაწილეობა მიიღეს ვირტუალურ პროცესებში (სენსორულ ეკრანზე ხელის შეხებით) და უფრო სიღრმისეულად დააკვირდნენ ფიზიკურ მოვლენებს. გააკეთეს გაზომვები და სხვადასხვა ფიზიკური სიდიდეების გამოთვლები.
ასევე ნახეს სტუდენტებისა და მოსწავლეების მიერ შექმნილი რობოტები, გაეცნენ მათი მოქმედების პრინციპს, დააკვირდნენ იდეალურ აირს სენსორული გამომთვლელი ხელსაწყოებით.
(ფოტო მასალა)

Комментариев нет:
Отправить комментарий