სახალისო მედიცინა - სიმულაციური ქირურგიული ოპერცაია


პროექტ "ინტელექტუალური სკოლის" ფარგლებში .თბილისის 
№207 სკოლის IX,X კლასებში მოეწყო აქტივობა  სახალისო მედიცინაში,  
რომელსაც ხელმღვანელობდა პედაგოგი  დალი კეკელიძე .
სამედიცინო პერსონალის   ფორმაში გამოწყობილმა  მოსწავლეებმა  მულაჟზე  ჩაატარეს  იმიტირებული  ქირურგიული ოპერაცია საგანგებო ვითარებაში სხეულის დაზიანებებისას შესაბამისი  გადაუდებელი  დახმარების წესების გამოყენებითსაოპერაციო პროცესის მიმდინარეობის ფარგლებში მოსწავლეებმა  სამედიცინო ბიოლოგიის ტერმინებით  აღწერეს ,,პაციენტისმდგომარეობა,  იმსჯელეს  ადამიანის დაზიანების ძირითად სახეებზე და ორგანიზმის დაცვით-შეგუებით ფუნქციებზე. განიხილეს დაავადების გამომწვევი მიზეზები და მათი   პროფილაქტიკისა და მკურნალობის მნიშვნელობა.
მონაწილეები პროექტის ფარგლებში სტუმრობდნენ  ქ. თბილისის 
მე-4 კლინიკურ    საავადმყოფოს, სადაც გაეცნენ თანამედროვე სამედიცინო 
ტექნოლოგიებს,  ბიოტექნოლოგიურ მიდგომებსა და სიახლეებს, ასევე მიიღეს ინფორმაცია   სადიაგნოსტიკო-თერაპიული მიზნით მათი გამოყენების შესაძლებლობებსა  და განვითარების პერსპექტივებზე

(ფოტო მასალა)




Комментариев нет:

Отправить комментарий