პროექტ ,,ინტელექტუალური სკოლის“ ფარგლებში
მოეწყო სასწავლო - შემეცნებითი ექსკურსია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პლანეტარიუმში. პლანეტარიუმის
გარემოში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ თვალსაჩინოდ წარმოედგინათ ციურ სხეულთა ფიზიკური ბუნება, ჩვენს ირგვლივ არსებული სამყარო, მისი აგებულება - დაენახათ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,
დაკვირვებოდნენ პლანეტებისა და ვარსკვლავების დღე-ღამურ და წლიურ მოძრაობებს. წარმოედგინათ,
როგორი იქნებოდა ეს მოძრაობები დედამიწის პოლუსებზე, ეკვატორზე და საშუალო განედებზე.
უნივერსიტეტის პროფესორმა, ასტრონომიის კათედრის გამგემ, ბატონმა
შალვა საბაშვილმა, პროექტის
მონაწილეებისთვის წაიკითხა ლექცია
ასტრონომიის ძირითად საკითხებზე, რაც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას წარმოდგენა ჰქონდეთ ასტრონომიულ მეცნიერებაზე, ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროზე, მის აგებულებაზე, წარმოშობასა და ევოლუციაზე.
(ფოტო მასალა)
(ფოტო მასალა)
Комментариев нет:
Отправить комментарий