პროექტ ,,ინტელექტუალური სკოლის“ ფარგლებში მოსწავლეები სტუმრობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მოსწავლეებმა
იმიტირებულ სასამართლო პროცესზე (სასამართლო პროცესის მონაწილეთა როლები, სასამართლოს
სახე სრულად დაცულია) განიხილეს საქმე
ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების დაზიანებისა და
მაუწყებლობის შეწყვეტით მიყენებული ზარალის შესახებ, სადაც მთავარი დამნაშავე ყინვაა. პროცესის ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ სხეულთა სითბურ გაფართოებას, რადიოსიხშირულ ტალღებს
და მათ ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ასევე მოისმინეს
სინოპტიკოსებისა და დარგის სპეციალისტების
დასკვნა და გაასამართლეს ყინვა. (ფოტო მასალა)
Комментариев нет:
Отправить комментарий