პროექტ ,,ინტელექტუალური სკოლის
„ ფარგლებში ჩატარდა ლექცია-გაკვეთილი - როგორ დავიცვათ
თავი სისხლით გადამდები ვირუსული დაავადებებისაგან - ადამიანის იმუნო ვირუსი(აივ) და ჰეპატიტი.
აღნიშნული აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შეავსეს
წინასწარ შედგენილი კითხვარი ინფექციურ
დაავადებებთან დაკავშირებით. შედეგების შეჯამების სახით გაიმართა მსჯელობა - რა ვიცით
ადამიანის იმუნო ვირუსზე და ჰეპატიტზე. წარმოდგენილი
იყო საინფორმაციო სლაიდი - როგორ ვრცელდება
აღნიშნული ინფექციური დაავადებები, როგორ დავიცვათ თავი, რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ,
რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფიცირების რისკები. ნაჩვენები იყო ვიდეო აივ ინფიცირებულ
პირზე, მის პირად ტრაგედიაზე. მოსწავლეებმა
მიღებული ცოდნის საფუძველზე გაანალიზეს პრობლემის მნიშვნელობა, იმსჯელეს
პრევენციულ ღონისძიებებზე და პრობლემების
გადაჭრის გზებზე.
(ფოტო მასალა)
(ფოტო მასალა)
Комментариев нет:
Отправить комментарий