კოსტუმირებული წარმოდგენა

პროექტ  „ინტელექტუალური სკოლის “ფარგლებში  24 მარტს,  V კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა სახლის აღსაქზრდელებისთვის (კლასის ხელმძღვანელი თამარ კაპანაძე) წარმოადგინეს ვაჟა ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით დადგმული კოსტუმირებული წარმოდგენა „რა ღირს ცოცხალი ბუნება?"  სპექტაკლში მაყურებლის წინაშე მოსწავლეებმა  გააცოცხლეს ტყე, ყვავილები, ხეები, მდინარეები. ტყის სულიერმა ბინადრებმა მძაფრად და სახიერად  შეგვაგრძნობინეს  ცოცხალი ბუნების გულისტკივილი -  ადამიანის კონფლიქტი  სამყაროსთან და სცენაზე შექმნილი  სიტუაციით გადმოგვცეს სათქმელი   არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. 

 (ფოტო გალერეა)


Комментариев нет:

Отправить комментарий