პროექტ "ინტელექტუალური სკოლის" ფარგლებში, 1 თებერვალს ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი, რომლის მიზანი მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და არსებული ცოდნის გამოვლენა იყო.
კონკურსში მონაწილეობას იღებდა XI კლასელების 4 გუნდი. ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით ინტელექტუალური თამაში ქიმიაში, ფიზიკაში, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. საინტერესო ისტორიებითა და ინფორმაციებით გამდიდრებულ კითხვებს მოსწავლეებმა გუნდური მუშაობის პრინციპების გათვალისწინებით უპასუხეს და მოახდინეს საკუთარი ცოდნის რეალიზება. დასასრულს, კონკურსის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული აქტივობა და გამოთქვეს აზრი, რომ მსგავსი შემეცნებითი თამაშების ჩატარება ხელს შეუწყობს აქტიური, ინიციატივით სავსე და მიზანდასახული მოსწავლეების წარმოჩენას და მათ ინტელექტუალური განვითარებას
Комментариев нет:
Отправить комментарий